ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

გერმანიამ უკრაინას უფლება მისცა ხარკოვთან, რუსეთის ტერიტორიაზე გერმანული იარაღი გამოიყენოს

Reuters-ის ცნობით, გერმანიამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ბერლინის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვის სასაზღვრო რეგიონში, რუსეთის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენოს, რათა თავი დაიცვას რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმებისგან.

ეს განცხადება გერმანიის მთავრობის სპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონზე მიტანილი იერიშები განიხილა.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გარანტირებული. ამისთვის მას შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი", - თქვა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა და გერმანიის პრემიერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.

უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლებაც აქვს. მანამდე კი, დანიამ და ბელგიამ უკრაინას მათ მიერ მიცემული F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.