უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ტყვეობიდან 75 უკრაინელი გაათავისუფლეს.
მისი თქმით, მათ ერთი დღითაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა, რათა ტყვეობაში მყოფი თანამემამულეები სამშობლოში დაებრუნებინათ.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ერთი დღით არ შეგვიწყვეტია მუშაობა, რომ ტყვეობაში მყოფი, თითოეული უკრაინელი სახლში წამოგვეყვანა. დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგი: კიდევ 75 უკრაინელი დაბრუნდა უკრაინაში. მათ შორის, უკრაინელი ჯარისკაცები, შეიარაღებული ძალებისა და ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, მესაზღვრეები, 4 მშვიდობიანი მოქალაქე - ისინი უკვე მშობლიურ მიწაზე არიან", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.