რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, უკრაინამ უკვე სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღით დარტყმა.
ჟურნალისტმა პესკოვს ჰკითხა, ცნობილი იყო თუ არა რუსეთისთვის, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინას ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ფარულად მისცა.
„არა, ჩვენთვის არაფერია ცნობილი ამ კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. რაც ვიცით, არის ის, რომ ზოგადად, უკრაინას უკვე აქვს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული იარაღით დარტყმის მცდელობები. ეს ჩვენთვის საკმარისია და ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არის ამერიკის შეერთებული შტატები ჩართული კონფლიქტში“, აღნიშნა პესკოვმა.