„ქართული ოცნების“ დეპუტატი, დიტო სამხარაძე წერს, რომ „უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა“ და აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ ესვრიან კვერცხებს იმ შენობებს, სადაც პარტიები და სხვა საერთაშორისო კომპანიების ოფისებია.
„ნეოფაშისტების, უსამშობლო აგენტების წამოწყებულ უხარისხო ბულინგს გუშინ პასუხი გაეცა! სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ, აბულინგეთ ერთმანეთი! რასაც ჩვენს წინააღმდეგ განიზრახავთ, ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! ძალიან აცუნდრუკებულები ხართ, სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა, ვერ გიშველიან თქვენი პატრონები, თუ ქართული ოცნების გუნდის ნებისმიერ წევრზე რაიმე ცუდს განახორციელებთ! რომ არ გამომრჩეს, უკან ყურებას თავი დაანებეთ, ჩვენ უკნიდან არავის ვეპარებით, წინ იყურეთ, რამეს ფეხი არ წამოკრათ! სტატუსს თან ვურთავ პასუხს, ვიდეო-რევოლუციის მსურველების ოფისებზე!
არასამთავრობოები:
1),,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’ 2),,თბილისი პრაიდი’’ 3),,საფარი’’ 4)მოძრაობა ,,ნაბიჯი’’ 5)მოძრაობა ,,სირცხვილია’’ 6),,სასამართლოს გუშაგი’’ 7),,მთის ამბები’’ 8 სტუდია მონიტორი’’ 9)მოძრაობა ,,ტალღა’’ 10),,სამოქალაქო საზოგადოების ფონდი’’ (სოროსის ფონდი) 11),,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება’’ 12),,საერთაშორისო გამჭვირვალობა’’ - ბათუმი 13),,მწვანე სექტორი’’- ბათუმი
პარტიები:
1),,ლელო საქართველოსთვის’’ 2),,გირჩი-მეტი თავისუფლება’’ 3),,გირჩი - დროა’’ 4),,ლელო საქართველო’’ - ახალგაზრდული 5),,ნაციონალური მოძრაობა’’- ცენტრალური 6)„ ახალი- გვარამია მელია 7),,ენმ’’- ბათუმი 8 ლელო’’- ბათუმი 9),,ახალი’’- ბათუმი“,- წერს სამხარაძე.
30 მაისს, უცნობმა პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების ოფისის კედლებზე, მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.