ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პრემიერი მაჭარაშვილის განცხადებაზე: თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს

თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ხალხის ძალის" აღმასრულეებლი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებას შეეხებოდა.


პრემიერის თქმით, საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით.


„საქართველოში სამართალი უნდა აღსრულდეს შესაბამისი პროცედურების მიხედვით, მე არ ვარ სამართალდამცავი უწყება, აქედან გამომდინარე, გამიჭირდება პასუხის გაცემა. თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, რა თქმა უნდა, უნდა გასამართლდეს. ეს არის ზოგადი პასუხი,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს - მათი დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტზე მძიმედ აისახება.