ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

New Lines Magazine: ბრიტანეთმა საქართველოში სტრატკომის დაფინანსება შეწყვიტა

ამერიკული გამოცემა New Lines Magazine -ის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების, იგივე სტრატკომის დაფინანსება შეწყვიტა. სტატია „აგენტების კანონის“ დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში პირველი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, იგივე სტრატკომი 2015 წელს თავდაცვის სამინისტროში შეიქმნა,  როგორც NATO-ს ინიციატივა, რომელსაც სათავეში დიდი ბრიტანეთი ედგა და მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნის მედეგობის გაძლიერებას რუსული ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ.

პროექტის ფარგლებში,  საქართველოს სტრატკომების დეპარტამენტების თანამშრომლებმა გაიარეს არაერთი ტრენინგი და მიიღეს ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე დაესწრნენ და თავადაც უმასპინძლეს არაერთ კონფერენციას და პროგრამებს დეზინფორმაციისა და პუტინისტური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე.

გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის თანახმად, NATO-ს ინიციატივა 2024 წლის მარტში დასრულდა.