ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სარჯველაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის

ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ ბავშვებისთვის სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია დაიწყოს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია.

„1-ელი ივნისი არის, არამხოლოდ ამ დღეს, ბავშვთა უფლებების გადაფასებისთვის, არამედ ეს არის იმის შესახსენებლად, რომ ბავშვის ინტერესი წლის ყოველ დღეს უმთავრესია. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ბავშვებს კეთილდღეობისთვის არაფერი აკლდეთ, ამიტომ ჩვენი სამინისტრო 1-ელ ივნისს ინიციატივით გამოდის, რომ დავიწყოთ სისხლის უანგაროდ დონაციის კამპანია ბავშვებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ჩვენ შევკრებთ და გავაერთიანებთ ყველას, ვისაც ექნება ამ კამპანიაში მონაწილეობის სურვილი, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იქნეს ჯანმრთელობაზე ყველას უფლება და უპირველესად, რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.