„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონს“ მიიღებს, არ არის გამორიცხული უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.
მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს ვითარება და პოტენციური ზომები გუშინ კიდევ ერთხელ განიხილა.
„ევროკავშირის ელჩებმა გუშინ კიდევ ერთხელ განიხილეს საქართველოს ვითარება, მათ შორის პოტენციური ზომები „უცხოური აგენტების“ კანონის მიღების შემთხვევაში. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება არ არის გამორიცხული. ყველაფერი მაგიდაზეა", - წერს იოზვიაკი X-ზე.
EU ambassadors discussed 🇬🇪 again yesterday, including potential measures in case the foreign agent law is adopted. Suspending visa liberalisation cannot be ruled out. All things on the table.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 9, 2024