შესაძლოა, მალე კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
„გუშინ ბრიუსელში, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ელჩების დონეზე დებატები გაიმართა. 26-მა წევრმა ქვეყანამ შეშფოთება გამოთქვა. უნგრეთი ჩუმად იყო. შესაძლოა, მალე ევროკავშირმა განცხადება და კომისიამ განახლებული ინფორმაცია გაავრცელოს, თუ როგორ უკავშირდება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, - წერს რიკარდ იოზვიაკი X-ზე.
Debate yday in Brussels on situation in 🇬🇪 on ambassadorial level. 26 member states voiced concern. 🇭🇺 silent. There could be an EU statement coming soon and possibly an update from Commission on how the foreign agents law relates to 🇪🇺accession criteria
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) May 8, 2024