ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ბლუმბერგი“: „დიდი შვიდეული“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ სანქციებს იმ ბანკების მიმართ, რომლებიც რუსეთს შეზღუდვებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან

,,ბლუმბერგის" ინფორმაციით, „დიდი შვიდეული“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ სანქციების დაწესებას იმ ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის ბანკის ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემას იყენებენ.

„ბლუმბერგის“ ცნობით, „დიდი შვიდეული“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასევე განიხილავენ სანქციების დაწესებას იმ ქვეყნების ბანკებისთვის, რომლებიც რუსეთს შეზღუდვების თავიდან არიდებაში ეხმარებიან. ერთ-ერთი შეთავაზება ასევე გულისხმობს კომპანიების მიმართ მოთხოვნების გამკაცრებას, რათა მათ კონტრაგენტები უფრო დეტალურად შეამოწმონ. ასევე განიხილება ე.წ. შავ სიაში მეტი ფიზიკური და იურიდიული პირის დამატებაც.

როგორც „ბლუმბერგი“ წერს, რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს ისეთი ზომების გატარებას, რაც რუსეთს ხელს შეუშლის, მოქმედი შეზღუდვებისთვის თავის არიდების გზით სამხედრო ტექნოლოგიების მიღება შეძლოს. რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმება „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების შეხვედრამდე იგეგმება, რომელიც ივნისში გაიმართება.