ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხიდაშელი: ანაკლიის პორტის ასაშენებლად შერჩეული ჩინური კონსორციუმი მსოფლიო ბანკს შავ სიაში ჰყავდა, აშშ-ს კი დასანქცირებული ჰყავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით,  ანაკლიის პორტის ასაშენებლად შერჩეული ჩინური კონსორციუმი მსოფლიო ბანკს შავ სიაში ჰყავდა, აშშ-ს კი დასანქცირებული ჰყავს.

ამის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ მათი შავი საქმეების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოყვება.

„ეს დასაწყისისთვის:  კომპანია რომელიც დღეს ანაკლიის გამარჯვებულად, თავისი ქვეკონტრაქტორებით, გამოგვიცხადა ბატონმა დავითაშვილმა:

-- 2009-2017 წლებში შავ სიაში ჰყავდა მსოფლიო ბანკს;

-- 2020 წლიდან დასანქცირებული ჰყავს ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტს.

მათი შავი საქმეების შესახებ ხვალ უკვე დეტალებში უფრო მეტს მოგიყვებით“,- წერს ხიდაშელი.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. მისივე თქმით, კომპანია გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.