ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში, საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, კომპანია გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.

„20 მაისს ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. ეს არის კომპანია CCC და ჩაინა ჰარბურ ინვესტმენტი, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და „ჩინგაო პორტ ინტერნეიშენალი“. „ჩინგაო პორტი“ ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6, მე-7 ადგილზეა ტვირთბრუნვის მიხედვით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა.

უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება და გამოვავლენთ გამარჯვებულ კომპანიას, შემდეგ კი ვიმსჯელებთ ხელშეკრულებების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებაზე, რის შემდეგაც გავაფორმებთ შეთანხმებას კერძო პარტნიორთან. " განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, შეიქმნა სახელმწიფო კომპანია, რომელიც საბოლოდ იმ ერთობლივი საწარმოს თანამონაწილე იქნება, რომელიც ანაკლიის პორტს განავითარებს და მართავს.

„ამ სახელმწიფო კომპანიას გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები და ის საჭირო სახელმწიფო საკუთრება, რომელიც საჭიროა პორტის განვითარებისთვის. გასულ წელს, სამშენებლო სამუშაოების ტენდერის ტექნიკური პირობების მომზადებაზე მუშაობა დაიწყო. განაცხადების მიღება დაახლოებით, ერთი თვის წინ დავასრულეთ. სამი განაცხადია მიღებული. ახლა ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები (ეს არის ბელგიური კომპანია) სწავლობენ სამშენებლო ტენდერის განაცხადებს. ძირითადი სამუშაო უკვე დასრულებულია და აქაც რამდენიმე დღეში ჩვენ გვეყოლება გამარჯვებული სამშენებლო კომპანია, რომელიც მყისიერად შეუდგება სამშენებლო სამუშაოებს“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.