პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ,,აგენტების შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს.
რაც შეეხება კითხვას, ვეტოს დაძლევის შემდეგ ელოდება თუ არა სანქციებს, ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალი წესები დამკვიდრდება მსოფლიოში.
„არაფერი შეცვლილა იმ ობიექტურ საფუძვლებში, რის გამოც ეს კანონი იყო ინიცირებული და მიღებული და არც არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღოს ვინმემ, შესაბამისად, ის, რაც არის საფუძველი, ადგილზეა. ველი ვალიდურია, სხვა არგუმენტი არ არსებობს იმისთვის, რომ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. რაც შეეხება სანქციებს, ეს მოხდება იმ შემთხვევაში ახალი წესები თუ დამკვიდრდება მსოფლიოში ჩვენს ხარჯზე“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
პარლამენტში „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე მსჯელობენ.