ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ იქნება გარკვეული სახის შენიშვნები ვენეციის კომისიის მხრიდან

ველოდებით, რომ იქნება გარკვეული სახის შენიშვნები ვენეციის კომისიის მხრიდან, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, განვიხილოთ, რა შეიძლება კანონში იყოს ასახული შემდეგ ეტაპზე.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც არგუმენტების გარეშეა საუბარი, რომ კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს თუ ევროპულ ფასეულობებს, უნდა მოხდეს საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა.

„ჩვენთვისაც საინტერესოა, რა შენიშვნები იქნება ვენეციის კომისიის მხრიდან. ველოდებით, რომ იქნება გარკვეული სახის შენიშვნები და ალბათ სამართლებრივი ხასიათის იქნება, რაც იმის შესაძლებლობას მოგვცემს, განვიხილოთ, რა შეიძლება კანონში იყოს ასახული შემდეგ ეტაპზე. როცა არგუმენტების გარეშე მიმდინარეობს საუბარი, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს თუ ევროპულ ფასეულობებს, უნდა მოხდეს ამ საკითხის სამართლებრივ ჭრილში განხილვა და იმის მითითება, თუ რომელი სტანდარტი და ნორმაა ერთმანეთთან შესაბამისობაში მოსაყვანი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.