ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკა ბოჭორიშვილი: მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია „აგენტების შესახებ“ კანონზე

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ხელისუფლება „აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით, ნებისმიერი სამართლებრივი რეკომენდაციის განხილვისთვის მზადაა.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია.

„არსებობს გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხები, როდესაც საქმე ეხება ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ამ ორგანიზაციების გაზრდილ მონაწილეობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის სრული გამჭვირვალობა გვქონდეს იმის შესახებ, თუ ვინ დგას უკან და რა დგას მათ მიერ გამოთქმული პოლიტიკური პოზიციების უკან.

ჩვენ ასევე მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი სამართლებრივი კომენტარი ან რეკომენდაცია ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენ გვჭირდება მისი მიახლოება ევროპულ სტანდარტებთან, დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვისაც”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა Euronews-თან საუბრისას.