ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მამუკა ხაზარაძე: არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!

პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში ლევან დავითაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

მისი თქმით, „მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ! არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!“.

„რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში და რა უნდა საქართველოს ევროკავშირში?!"

რუსული მთავრობის გეგმები ღიად და პირველად ჩვენთვის ანაკლიის პროექტის გაჩერებით გაცხადდა.

დღეს კი ყველასთვის ყველაფერი ნათელია - რუსული კანონი, ირანში ვიზიტები, ჰესბოლას გვერდით დგომა და ანაკლიის პროექტის საბოლოოდ ჩინეთის ხელში ჩაგდება, ამერიკულ და ევროპულ ინვესტიციებზე უარის თქმა!

მთავრობის სასახლეზე წითელი ვარსკვლავის აღმართვაღა დარჩათ!

არ გაუვათ! რუსულ რეჟიმს ოქტომბერში მოსკოვში გავისტუმრებთ!“, - აცხადებს ხაზარაძე.