ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

,,ქართული ოცნება": ყველამ კეთილი ინებოს და შეეგუოს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება

საზოგადოებას ვპირდებით, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გარანტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და შეეგუოს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება.

,,ქართველი ხალხი არასდროს შეეგუება უსამართლობას და სხვა ხალხის მიერ აგენტურის ხელით ქვეყნის მართვას. არ ვაპირებთ გაგიტაროთ თქვენი არც ერთი ამორალური გამოხტომა. კარგად იცოდეთ, რამდენი მცდელობაც გექნებათ გამოავლინოთ თქვენი ფაშისტური ზრახვები, რამდენჯერაც ეცდებით ჩვენზე, განსაკუთრებით კი ჩვენი ოჯახის წევრებზე და მხარდამჭერებზე რაიმე სახის ბინძურ ზემოქმედებებს, ზუსტად იმდენჯერ მიიღებთ უმკაცრეს რეაგირებას ჩვენგანაც და საზოგადოებისგანაც!

საზოგადოებას კი ვპირდებით, რომ ჩვენ ვართ და ვიქნებით ამ ქვეყანაში მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, გამჭვირვალობის და დამოუკიდებლობის გარანტი. ვერავინ შეძლებს ქვეყანა ჩაითრიოს ისეთ მოქმედებებში, რომელიც არ წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ეროვნულ ინტერესებს. ყველამ კეთილი ინებოს და შეეგუოს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოშივე მიიღება!",- განაცხადა მაჭავარიანმა.