უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას 25 "შაჰიდის" ტიპის დრონითა და რაკეტებით შეუტიეს. უწყების ცნობით, მათ 24 დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყვნენ - ავიაცია, მობილური სახანძრო ჯგუფები, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და ელექტრონული ომის დანაყოფები.
არსებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, კიევის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოჰრადისა და ვინიცის რაიონებში.