ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი: აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის დონ ჯუნის განცხადებით, აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.

მინისტრი აცხადებს, რომ ტაივანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კანონის მიხედვით, წარმოადგენს ჩინეთის შიდა საქმეს და გარე ძალებს არ აქვთ ჩარევის უფლება.

მისივე თქმით, აშშ-ის და ჩინეთის სამხედროებმა უნდა დააფასონ მშვიდობა, დაიცვან სტაბილურობა, იმოქმედონ კეთილსინდისიერად და იპოვონ სწორი გზა ერთმანეთის გასაგებად.

„ტაივანთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კანონის მიხედვით, წარმოადგენს ჩინეთის შიდა საქმეს და გარე ძალებს არ აქვთ ჩარევის უფლება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობიანი გაერთიანების ერთგულები, მაგრამ ამ პერსპექტივას ძირს უთხრიან ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ელემენტები და გარე ძალები. ეროვნული განხეთქილების საფრთხე მუდამ არსებობს.

ასეთი ქცევა ძალიან არასწორ გზავნილებს აძლევს ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრე ძალებს და მათ უფრო აგრესიულს ხდის. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ უცხოეთის ძალების ნამდვილი ამოცანაა, გამოიყენონ ტაივანი ჩინეთის შესაკავებლად.

ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და მკაფიოა. ჩვენ ღია ვართ აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს მოითხოვს ძალისხმევას ორივე მხრიდან. ჩვენი აზრით, ეს იმიტომაა ასე, რომ ორი ქვეყნის სამხედროებს აქვთ განსხვავებები, არსებობს უფრო მეტი კომუნიკაციის საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ განვითარების სხვადასხვა გზა გვაქვს, ჩვენ არ უნდა მივისწრაფოდეთ ერთმანეთთან კონფრონტაციისკენ. აშშ-ის და ჩინეთის სამხედროებმა უნდა დააფასონ მშვიდობა, დაიცვან სტაბილურობა, იმოქმედონ კეთილსინდისიერად და იპოვონ სწორი გზა ერთმანეთის გასაგებად. ეს უფრო მეტ სანდოობას გააჩენს სამყაროში, ჩვენს ქვეყნებში და რეგიონშიც“, – განაცხადა დონ ჯუნმა.