გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი DW წერს, რომ ტაივანის პრეზიდენტ ლაი ცინ-დე ინაუგურაციიდან მესამე დღეს, ჩინეთმა ტაივანის უშუალო სიახლოვეს, ორდღიანი, თუმცა მასშტაბური სამხედრო მანევრები წამოიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ 23 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის აღმოსავლეთმა სარდლობამ გაავრცელა.
წვრთნები კომბინირებულია და მასში მონაწილეობენ ჩინეთის სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები და სარაკეტო ჯარები. სწავლების არეალი ვრცელდება ტაივანის ჩრდილოეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ საზღვაო აკვატორიებზე, ასევე ტაივანის მიერ კონტროლირებად კუნძულებს.
„წვრთნები კონცენტრირებული იქნება სახმელეთო და საზღვაო ძალების თავსებადობის ზრდაზე და დამრტყმელი ავიაციის უნარებზე მიიტანოს იერიში ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე,“ - ვკითხულობთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის არმიის განცხადებაში.
როგორც მედია წერს, პეკინი მსოფლიოს ამით კიდევ ერთხელ ეუბნება, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მისი საქმეები ჩინეთის შიდა საქმეებს წარმოადგენს.