33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ,,ნაცმოძრაობის" ოფისზე განხორციელდა ბანდიტური თავდასხმა. არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ, - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ პარტიის ცენტრალურ ოფისზე, გუშინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის პარტიამ ჩამოაყალიბა ბანდიტური შეიარაღებული დაჯგუფება, რომელიც თბილისის ქუჩებში დათარეშობს.
,,33 საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ოფისზე განხორციელდა ბანდიტური თავდასხმა. ივანიშვილის პარტიამ ჩამოაყალიბა ბანდიტური შეიარაღებული დაჯგუფება შუბებით, ქვებით, რკინის ნაჭრებით შეიარაღებული, რომელიც დათარეშობს თბილისის ქუჩებში და პირდაპირ თავს ესხმის დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამ წუთისთვის არც არავინ დაუკითხავთ, არც არავინ დაუკავებიათ. რატომ? იმიტომ, რომ თავის თავს ხომ არ დაიჭერენ?! ერთადერთი გამოსავალია ამ რუსული პარტიის დამარცხება და ქართველი ხალხის გამარჯვება", -განაცხადა ლაშა ფარულავამ.