არასერიოზულ შეკითხვებს მისვამთ, უკვე დავიღალე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა პერსონალურ სანქციებზე დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, სანქციების კონტექსტში საუბრისას, ღარიბაშვილმა თქვა: "ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, მე თვითონ კარგად მივხედავ ჩემს ოჯახს".
,,ჩვენ, რა თქმა უნდა ჩვენს პარტნიორებთან შესაძლოა გვქონდეს მთელი რიგი უთანხმოებებიც, მაგრამ გვაქვს საკითხები, რომელზეც ვთანხმდებით. გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან და ევროპასთან. თუმცა, შესაძლოა იყოს გარკვეული საკითხები, რომლებზეც ვერ ვთანხმდებით, ამას კი სჭირდება დიალოგი, დისკუსია, ლაპარაკი და საუბარი. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ.
ჩემს შვილზე ნუ ნერვიულობთ, ჩემს ოჯახს მე თვითონ კარგად მივხედავ!”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.