ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ზუგდიდში თავს დაესხნენ ოპოზიციონერ აქტივისტ მარიამ სიჭინავას

პარტია “დროა“ სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდში არასრულწლოვან შვილთან ერთად მყოფ პარტიის აქტივისტ მარიამ სიჭინავას თავს დაესხნენ.

დაზარალებულის განმარტებით, მას პირადად დაუპირისპირდა მოძალადე, რომლის სახელსა და გვარს ის საკუთარ „ფეისქბუქზე“ ასახელებს კიდეც. თავდამსხმელმა მას შვილის თვალწინ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის ჩაარტყა თავშიც.

პარტიის ინფორმაციით, მარიამ სიჭინავა კლინიკაშია გადაყვანილი.
„მარიამი წლებია, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეა, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი ვიცით. თითოეული თქვენგანი მკაცრად აგებს პასუხს ქვეყნის ღალატისთვის, არა რუსულ რეჟიმს!“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.