Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა და იაპონია სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ამ ზაფხულს ისინი საერთო, მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ.
ამერიკის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი და მისი კორეელი და იაპონელი კოლეგები, სინ ვონ სიკი და მონორუ კაჰარა ერთმანეთს კვირას, სინგაპურში შეხვდნენ. მხარეებმა „საკუთარ თავზე აიღეს ვალდებულება განაგრძონ სამმხრივი თანამშრომლობა კორეის ნახევარკუნძულსა და ინდო-წყნარი ოკეანიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური გარემოს შესანარჩუნებლად,“ - წერია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრებმა დაგმეს რამდენიმე კვირის წინ ჩრდილოთ კორეის მიერ გაეროს რეზოლუციების დარღვევით ბალისტიკური რაკეტებისა და სადაზვერვო თანამგზავრების გამოყენების ფაქტი.
ამერიკისა და სამხრეთ კორეის მინისტრების განცხადებით მათი ქვეყნები ჩრდილოეთ კორეის მხრიდან წამოსულ ნებისმიერ მუქარასა და აგრესიულ ნაბიჯს კოორდინირებულ პასუხს გასცემენ.