აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ჩინეთთან მეტი მოლაპარაკების მოლოდინი აქვს. მისივე თქმით, გაუგებრობების ასაცილებლად ღია საკომუნიკაციო ხაზები მნიშვნელოვანია.
„ვერაფერი ჩაანაცვლებს ღია საკომუნიკაციო ხაზებს, რათა გაუგებრობა და არასწორი გათვლები ავიცილოთ. როგორც მე ყოველთვის ვამბობდი, დიალოგი ჯილდო არაა, ეს საჭიროებას წარმოადგენს. ამიტომ ველოდები მეტ მოლაპარაკებებს ჩინურ მხარესთან“, – განაცხადა ოსტინმა ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან, დონ ჯუნთან შეხვედრაზე.
სინგაპურში „შანგრი-ლას დიალოგის“ სახელით ცნობილ უსაფრთხოების სამიტზე ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ტაივანისთვის იარაღის მიყიდვა ჩინეთისთვის წითელ ხაზს წარმოადგენს.