ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მოლაპარაკებები ჩინეთსა და რუსეთს შორის გაზსადენთან დაკავშირებით ჩიხში შევიდა

რუსეთის ფედერაციის მცდელობები ჩინეთთან გაზსადენ „სილა სიბირი 2-ის“ მშენებლობაზე შეთანხმებას მიეღწია, ჩიხში შევიდა, წერს Financial Times. მხარეებმა ვერაფრით გამონახეს საერთო ენა არამხოლოდ მშენებლობასთან დაკავშირებით, არამედ უშუალოდ ფასზე, თუ რა თანხა უნდა გადაიხადოს მიმღებმა ქვეყანამ საწვავში.

გამოცემის ინფორმირებული წყაროს მტკიცებით, ჩინეთი მზადაა მეზობელ სახელმწიფოს კუბურ მეტრ გაზში გადაუხადოს დაახლოებით იმდენივე, რამდენსაც რუსეთის მოქალაქეები იხდიან სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ გაზში. ამას გარდა, პეკინი არ გეგმავს „სილა სიბირი 2-ის“ სრული საწარმოო სიმძლავრეების გამოყენებას და გაზის მხოლოდ გარკვეული ნაწილის ყიდვას აპირებს რუსეთისგან.

Financial Times ამტკიცებს, რომ სწორედ ჩიხში შესული მოლაპარაკებები იყო მიზეზი, მაისში პეკინში ვიზიტისას პრეზიდენტ პუტინს რატომაც არ ახლდა „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.

გაზეთი წერს, რომ პეკინის მკაცრი პოზიცია ახალი გაზსადენის მიმართ კიდევ ერთი დასტურია, ეკონომიკურად რამდენად გახდა მოსკოვი პეკინზე დამოკიდებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლური სამყაროსგან პრაქტიკულად სრული იზოლაციის შემდეგ.

გამოცემისთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხებისგან თავი შეიკავეს როგორც „გაზპრომსა“ და კრემლში, ისე პეკინშიც.