ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შოთა შალელაშვილი: დღეს საქართველოს არ გააჩნია სტაბილურობა და რესურსი, რომელიც საკმარისია საკუთარი თვითმყოფადობისათვის

ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტრატეგიულ მიზნებზე და არა იმაზე, მოგვწონს თუ არა ზოგიერთი ევროკავშირის ზოგიერთ პარლამენტარების გამონათქვამი, - ამის შესახებ პარტია „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, შოთა შალელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ევროპის რიგ ქვეყნებს აშკარად ცალსახა პოზიცია აქვთ დაგვიმეგობროს და დაგვაახლოოს დასავლურ ცივილიზაციას.

„თავდაპირველად უნდა აღვნიშნო, რომ მე არ მინდა ზიანი მივაყენო ქვეყანას და კერძოდ ხელისუფლებას, ამიტომ გთხოვთ ჩემი შემდეგი სიტყვები განვიხილოთ, როგორც „ობიექტური“ შეფასება იმისა, რასაც ბატონი პრემიერიდან და მისი გუნდიდან ვისმენთ.

ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთს და აშშ-ს ესვრის „ქვას“ , დაე, ჰკითხონ თავიანთ თავს, რა ზიანი შეიძლება მოუტანონ ქვეყანას.

პოლიტიკა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, არის ურთიერთობების ბალანსი, ურთიერთობებში ჩადებული ინვესტიცია, რათა მივიღოთ პოლიტიკური კაპიტალი, რომელმაც უნდა მოგვიტანოს გავლენის ინსტრუმენტები - რასაც დავთესთ, იმას მოვიმკით.

საქართველო და განსაკუთრებით ხელისუფლება, მკაცრად არიან დამოკიდებული დასავლეთის ქვეყნების კურსზე, რომელიც ჩვენი სიცოცხლისუნარიანობას მხარს უჭერს, რესურსებით (ფინანსები, იარაღი, ინფორმაციის მხარდაჭერა, დაზვერვა, და ა.შ.) გვამარაგებენ, ჩვენი ქვეყნისთვის სუპერ კონტრპროდუქტიული იქნება მათ „წინააღმდეგ" უაზრო და დამღუპველი ნაბიჯების გადადგმა, როგორიცაა ჩინეთის შემოყვანა ანაკლიის პორტში და დასავლეთის კურსიდან გადახვევა.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ სტრატეგიულ მიზნებზე და არა იმაზე, მოგვწონს თუ არა ზოგიერთი ევროკავშირის ზოგიერთ პარლამენტარების გამონათქვამი, უფრო მეტიც, შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს და ევროპის რიგ ქვეყნებს აშკარად ცალსახა პოზიცია აქვთ დაგვიმეგობროს და დაგვაახლოოს დასავლურ ცივილიზაციას.

დღეს საქართველოს არ გააჩნია სტაბილურობა და რესურსი, რომელიც საკმარისია საკუთარი თვითმყოფადობისათვის, და განსხვავდება „კოლექტიური დასავლეთის" აზრისგან. ეს არის რეალობა.

თუ გვინდა, რომ სხვა ქვეყნებმა (განვმარტოთ, სახელმწიფოებმა) მხარი დაგვიჭირონ ასეთ მომენტებში, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ ეს უნდა შექმნას განსხვავებული ინტერესთა ბალანსი.

და როდესაც ჩვენ გვყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც არა ერთხელ გამოვიდა დასავლეთისა და აშშ-ს წინააღმდეგ, ხელით დასმული მთავრობა და უსაქმურების პარლამენტი - რას ელით სტრატეგიული პარტნიორებისაგან?!“, - წერს შოთა შალელაშვილი.