დღეს, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში, 11:00 საათიდან დაიწყება.
პრეზიდენტმა „ქართული ქარტია“ 26 მაისის ღონისძიებაზე წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.