ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ არანაირი სანქციები არ იქნება

როგორ შეიძლება, სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, - ასე პასუხობს თბილისის მერი ჟურნალისტის შესაბამის კითხვას სანქციების მოლოდინთან დაკავშირებით.

„პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ. არც იმას ველოდები, რომ ვინმე იქნება დასანქცირებული, იმიტომ, რომ არაფერი გაგვიკეთებია ისეთი, რომ სანქციების ქვეშ მოვექცეთ. როგორ შეიძლება სანქციები დაუწესო ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში იღებენ კანონს და ამის უფლება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიანიჭა, მაგალითად, დეპუტატებს და ხელისუფლებას, რომელიც დღეს წარმოდგენილია მთავრობის სახით და მართავს ქვეყანას. როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე გამოიცეს სანქციები, როდესაც იღებ კანონს შენს ქვეყანაში. ხომ წარმოუდგენელია უბრალოდ. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. პირიქით, ჩვენ უნდა გავაღრმაოთ ურთიერთობები, კიდევ უფრო მეგობრული გავხადოთ, პარტნიორობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და ამ შემართებით გავაგრძელოთ სვლა ევროპისა და ევროპული მომავლისკენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.