ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

უკრაინის რადამ ვიცე-პრემიერი ალექსანდრე კუბრაკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პარლამენტმა, ალექსანდრე კუბრაკოვი, რეკონსტრუქციის საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის და უკრაინის თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინული მედია, სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.

კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი 272 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა.

9 მაისს რადაში დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თავად კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურსა და ფრაქცია „ხალხის მსახურს“ მასთან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება არ განუხილავთ.

უკრაინულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ხალხის მსახურის“ დეპუტატებმა თემების, ტერიტორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს ორ ცალკეულ განყოფილებად გაყოფასა და კუბრაკოვის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღეს.