შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 389.5 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
„არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 683,7 ლარი შეადგინა. ორივე კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა", - აღნიშნულია განცხადებაში.