ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

წილოსანი დეკანოიძეზე: ის ამორალური ადამიანია და ქვეყნის მტრობისთვის აუცილებლად გამოუტანენ განაჩენს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი ამბობს, რომ დეკანოიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არასერიოზულია. 

მისივე თქმით, ის ამორალური ადამიანია და ქვეყნის მტრობისთვის აუცილებლად გამოუტანენ განაჩენს.

„ხატია დეკანოიძე არის ამორალური ადამიანი.ხატია დეკანოიძისთვის ალბათ თავისი ქვეყნის სიყვარულზე უფრო მნიშვნელოვანი არის რომელიმე ქვეყნის ვიზა და ამიტომ, რაზედაც ის ნერვიულობს შეუძლია, რომ ინერვიულოს ბოლომდე. ეს სწორედაც, რომ ქვეყნის მტრობისთვის აუცილებლად გამოუტანენ განაჩენს. არასერიოზულ ბრალდებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს", - ამბობს ნინო წილოსანი. 

მანამდე დეკანოიძემ განაცხადა, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ის ვიზების გაუქმების შესახებ.