ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ელჩები მივიდნენ

ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, საპარლამენტო ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და ენმ-ის საგარეო მიმართულების მდივანი ზურა ჭიაბერაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს, აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელს და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, საელჩოების წარმომადგენლებს დაათვალიერებინეს დარბევის შედეგად მიღებული დაზიანებები ოფისზე, საუბარი შედგა ასევე აქციაზე დაზიანებულ მოქალაქეებზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გამოწვევებსა და მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე იმყოფებიან აშშ-ს, ევროკავშირის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ესტონეთის, ბულგარეთის, ესპანეთის, ავსტრიის, უკრაინისა და ჩეხეთის, ელჩები და/ან მათი მოადგილეები, ასევე შეხვედრაზე იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციიის წარმომადგენლებიც

1 ივნისს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ. როგორც პარტიაში განაცხადეს, თავდასხმაში 100-მდე პირი მონაწილეობდა, დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი.