ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბოკუჩავა: საერთაშორისო პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებული იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს 

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და მათი წარმომადგენლობები თბილისში ძალიან კარგად არიან ინფორმირებული ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან იმ ფართომასშტაბიანი ტერორის შესახებ, რომელსაც რეჟიმი ახორციელებს საქართველოს მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების ოფისში, სამოქალაქო აქტივისტების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ,- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პარტნიორებში უკიდურეს შეშფოთებას იწვევს.

,,ამ შემთხვევაში, მათ ნახეს უშუალოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, რომელიც გახდა ბანდიტური დაჯგუფების თავდასხმის სამიზნე რამდენიმე დღის წინ, რამაც გამოიწვია კონკრეტული დაზიანებები. ამ დროს აქ იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი შვილთან ერთად. ბუნებრივია, ეს იწვევს უკიდურეს შეშფოთებას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის. სწორედ ეს გახდა საფუძველი იმის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უწევთ საუბარი ინდივიდუალურ სანქციებზე, რომელიც უნდა დაწესდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ცდილობენ ჩვენს ქვეყანას წაართვან ევროატლანტიკური მომავალი,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 1-ელ ივნისს, გამთენიისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისს თავს დაესხნენ.