ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

კობახიძე: პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და კანონით ამის მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი

ნებისმიერი ადამიანის უფლება უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ეს არის ჩვენი ვალდებულება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონების პაკეტის კომენტირებისას განუცხადა.

პრემიერის მტკიცებით, გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

„ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ადამიანის უფლებების დაცვა და პროპაგანდა. საქართველოში ადამიანის უფლებები არის დაცული და მკაცრად უნდა იყოს დაცული. ეს ეხება ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად ცხოვრების წესისა, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, პროპაგანდა არის მიუღებელი და ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა, ეხება სწორედ პროპაგანდას მანამდე დაინიცირდა შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტი, ახლა უკვე ჩვეულებრივი კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში და ამ მოწვევის პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს. ნებისმიერი ადამიანის უფლებები უნდა იყოს ძალიან მკაცრად დაცული, განურჩევლად ცხოვრების წესისა, ნებისმიერი მოქალაქის პატივისცემა, განურჩევლად ცხოვრების წესისა, არის ჩვენი ვალდებულება, მაგრამ პროპაგანდა შეიცავს გარკვეულ საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, კანონით პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერმა.

„ქართულმა ოცნებამ“ ლგბტ ადამიანების უფლებების შემზღუდველი კანონების პაკეტი დააინიცირა.