ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხაბეიშვილი: ვიდეოში გარკვევით ჩანს, თუ როგორ აცილებს საპატრულო ეკიპაჟი ბანდიტებს, რომლებიც თავს დაესხნენ ენმ-ს ცენტრალურ ოფისს

ენმ-ის თავმჯდომარე პარტიის ოფისზე თავდასხმის ღამეს, ვიდეოსათვალთვალო კამერებით გადაღებული ჩანაწერს ავრცელებს და წერს, რომ თავდამსხმელებმა ტერიტორია ათობით ავტომობილით დატოვეს და ისინი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააცილა.

„ენმ-ის ოფისზე თავდამსხმელები ათობით ავტომობილით ტოვებს ტერიტორიას, თავდასხმიდან 2 წუთში, „იდეალის" საპარკინგე სივრციდან. ვიდეოში გარკვევით ჩანს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელიც აცილებს "ბანდიტების" ავტომობილებს და მხოლოდ ამის შემდეგ იძვრება ენმ-ის ცენტრალური ოფისისკენ, საიდანაც მიიღეს შეტყობინება ბანდფორმირების თავდასხმის შესახებ.

მე-4 დღეა და 100-მდე ადამიანიდან არცერთი არ დაუკავებიათ ... თავად მოაცილა და თავად გააცილა გომელაურის უწყებამ და შესაბამისად გასაგებია, რომ არაფერს გამოიძიებენ“, - წერს ხაბეიშვილი Facebook-ზე.