გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს სასამართლოში ორი სხვადასხვა მოსამართლე ერთსა და იმავე დღეს, ერთ დროს იბარებს.
ამის შესახებ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და უწყების ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ორი მოსამართლე ჯაფარიძეს სხვადასხვა საქმეზე 7 ივნისს, 13:00 საათზე იბარებს.
„ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში", - წერს ჯაფარიძე.