აშშ-ის ყოფილი ელჩის საქართველოში, უილიამ კორტნი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ებღაუჭება თავის ხელისუფლებას, თუმცა გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები, ოქტომბერში.
მისი თქმით, საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე და ეს მოახდენს მომავალზე გალენას.
„საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ებღაუჭება თავის ხელისუფლებას. გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში. ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთობა არსებობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამჟამად ამას ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია. „ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ასევე გამოაცხადოს სხვადასხვა ორგანიზაცია არამისაღებად. მაგალითად, მიდის ბრძოლა სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ...
საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი როგორც ყველაზე დიდი საფრთხე, ეს მოახდენს საქართველოს მომავალზე გალენას. უნდა გავითავლისწინოთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 1/5 ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს არ უნდა წაერთვას დემოკრატიული მომავალი და დასავლეთს არ უნდა ჰქონდეს შეფერხება მხარი დაუჭროს მას ამაში“, - აცხადებს კორტნი.
ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თემაზე სპეციალური განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი, ჯო უილსონი ხელმძღვანელობს.