„აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, ევროკავშირში საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხი გადაიხედება. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა MOVEMENT-თან ინტერვიუში ისაუბრა.
პაველ ჰერჩინსკის განმარტებით, ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან შეთანხმება გარკვეული პირობებით მოხდა, კანონის მიღების შემდეგ კი უნდა გადამოწმდეს, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ეს პირობები.
„ექვსი თვით ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება და წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით და ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.