ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბექა ლილუაშვილი: ამ მოცემულობაში ყველა ვეტო გარკვეული პოლიტიკური სიმბოლიზმია, „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ბექა ლილუაშვის განცხადებით, ვეტოს დადება ისედაც პოლიტიკური აქტია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, ვეტო დაძლიოს, შესაბამისად, პრეზიდენტი არ მიიღებს და არ გაიზიარებს პასუხისმგებლობას კანონის შინაარსზე.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში ვეტო გარკვეული პოლიტიკური სიმბოლიზმია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, ხმების თვალსაზრისით.

„ბოლო 30-35 წლის განმავლობაში პირველი ხელისუფლებაა ეს, რომელმაც დააყენა ქვეყნის განვითარების ტრაექტორია მხოლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ კი არა, სერიოზული რისკების ქვეშ. შესაბამისად, დღეს ყველაზე დიდ პრიორიტეტად იქცა ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა. იმ ხალხისთვის, რომელიც თითქმის თვენახევარია, ქვეყნის მასშტაბით იკრიბება და აპროტესტებს, არის მნიშვნელოვანი სწორედ ამ მომავლის დაცვა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტი მოქმედებს ამ ინტერესების შესაბამისად. ვეტოს დადება ისედაც პოლიტიკური აქტია, რადგან „ქართულ ოცნებას“ ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ეს ვეტო დაძლიოს. შესაბამისად პრეზიდენტი არ მიიღებს და არ გაიზიარებს პასუხისმგებლობას კანონის შინაარსზე. კანონის შინაარსში კი არ არის საკითხი, კანონის მიზანში და კანონის ინტერესშია რუსული ინტერესი, რომ დასავლური, ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები გააშავოს, მათი დისკრედიტაცია მოახდინოს და გაუტოლოს ოკუპანტ სახელმწიფოს. ამ პასუხისმგებლობას პრეზიდენტი არ გაიზიარებს. ამიტომ მისი ნაბიჯი არის სწორედ ვეტოს დადება, რათა ჩვენ რაღაცნაირად მოვპაროთ „ქართულ ოცნებას“ ის ორო კვირა და ამ კანონის მოქმედება შეფერხდეს.

სამწუხაროდ, ამ მოცემულობაში ყველა ვეტო გარკვეული პოლიტიკური სიმბოლიზმია. „ქართულ ოცნებას“ ვეტოს დაძლევის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს ხმების თვალსაზრისით. არ ვიცი პრეზიდენტმა სიმბოლურ ვეტოში კონკრეტულად რა იგულისხმა, შენიშვნებს წარადგენს, არ წარადგენს. ჩემი აზრით, მოტივირებულ შენიშვნებს არ წარადგენს. ვინმეს თუ უნდა რაიმე ცვლილება შეიტანოს დამზადებული რეცეპტია. შეიტანოს კანონში ჩამონათვალი, ეს კანონი ეხება იმ ქვეყნებიდან წამოსულ დაფინანსებას, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ოკუპანტ სახელმწიფოს და არ აღიარებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი ცვლილება შევიდეს და ამ კანონს მეც მხარს დავუჭერ. უპირობოდ გაწვევას ვითხოვთ იმ შემთხვევაში, თუ არაფერი არ შეიცვლება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.