ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალვა პაპუაშვილი: თუკი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება, ეს კანონში აისახოს

ახლა უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ გამჭვირვალობის კანონპროექტის შინაარსზე და არა შესთავაზონ ამ კანონის უბრალოდ ბრენდირება, თუკი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება, შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ კანონპროექტს თავიდანვე დახვდა უბრალოდ ყრუ კედელი, მათ შორის უცხოელი აქტორების მხრიდან.

„ნაცვლად იმისა, რომ ის კანონი და იდეა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და თავად ევროკავშირიც მუშაობს, განგვეხილა დეტალებში, იყო ყრუ კედელი. ბრენდირება კანონის, რათა ემოციებით ემართათ პროცესი და არა გონივრული განსჯით, შინაარსით. საბედნიეროდ, ბოლო პერიოდში ვხედავთ შინაარსობრივი განხილვის გარკვეულ ტენდენციას და მზაობას, ამიტომ ჩვენ, მათ შორის მეც, როცა მქონდა შეხვედრები ევროკავშირის წარმომადგენლებთან ამაზე ვისაუბრე, რომ საქართველოს პარლამენტი მიიღებს ამ კანონს მესამე მოსმენით. ვიცით, რომ პრეზიდენტს ისედაც დაანონსებული აქვს ვეტო. ვეტო არის ის მექანიზმი, თუკი იქნება შინაარსობრივი მსჯელობის სურვილი, ახლა უცხოელი აქტორები გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ ქართველ ხალხს დაელაპარაკონ შინაარსზე და არა მათ შესთავაზონ ამ კანონის უბრალოდ ბრენდირება, თუკი შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე, ვეტო არის მექანიზმი, რომლითაც შეიძლება, შემდეგ ეს ასახული იყოს კანონში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.