ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს

აშშ-ის პრეზიდენტი საზღვრის დასაცავად ახალ ზომებს აწესებს, რომლის მიხედვითაც, ადამიანები, რომლებიც აშშ-მექსიკის საზღვარს უკანონოდ გადაკვეთენ, თავშესაფარს ვერ მიიღებენ, – ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრეზიდენტი ბაიდენი მიიჩნევს, რომ აშშ-მ უნდა დაიცვას ქვეყნის საზღვრები. „ეს ზომები ამოქმედდება მაშინ, როდესაც სამხრეთ საზღვარზე ინციდენტების მაღალი დონე გადააჭარბებს ჩვენს შესაძლებლობებს, დროული რეაგირება მოვახდინოთ, როგორც ეს დღეს ხდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეთრ სახლში ამტკიცებენ, რომ ეს ზომები დროებითია და როგორც კი იმ მიგრანტების რიცხვი, რომლებიც საზღვრებს კვეთენ, კვლავ უსაფრთხო დონემდე შემცირდება და პროცესის მართვა შესაძლებელი გახდება, ეს ზომები მოიხსნება.