საქართველოს უკრაინიზაციაზე საუბრები – შიშები და ჰიბრიდული ბრძოლის ელემენტების შემოტანაა, რითაც ხელისუფლება ცდილობს, თავისი მოქალაქეები მოატყუოს და შუღლი გააღვივოს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„რადიკალური სცენარების იმედი არავის უნდა ჰქონდეს. თუ ვინმეს აქვს, სჯობს, ეს დროულად დაივიწყოს. მთავარი ინსტრუმენტია არჩევნები, რა გზითაც მომავლის გადარჩენა და ამ ხელისუფლების სახლში გაშვება მოხდება“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.