მოსამართლე ლევან დარბაიძემ, იოსებ ბაბაევის საქმეზე, საგამოძიებო სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უკანონოდ ცნო.
ადვოკატი კახა კალმახელიძე ამბობს, რომ სასამართლომ, მათთვის მოსალოდნელი ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.
„სასამართლომ იოსებ ბაბაევის პირადი და ავტომობილის ჩხრეკა ცნო უკანონოდ. ბაბაევს სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ"-ამბობს კახა კალმახელიძე.
იოსებ ბაბაევი 4 ივნისს დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებული იყო 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვას.
როგორც მაშინ ბაბაევის ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სცემეს, დაკავების მიზეზად კი აქციებში მონაწილეობა დაასახელა.
ავტორი: ანა ბაქრაძე