ოპონენტების ცემას, დაშინებას, დემონსტრაციების დარბევას, რეპრესიებს და სხვა სასტიკ მეთოდებს არაფერი აქვს საერთო ევროპასთან, ეს ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი მოქმედებებია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველი ერი აღარ იარსებებდა, რომ არ ყოფილიყო ასეთი ბრძენი. სწორედ იმიტომ, რომ ქართველი ერი არის ბრძენი, არ აჰყვება პროვოკაციებს, არ მიიღებს კონფრონტაციას, დაპირისპირებას, მაგრამ არ დანებდება, ბოლომდე მივა და მიყვება ევროპულ გზას თავისუფალ არჩევნებამდე“, – ანიშნა ზურაბიშვილმა.