ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ სტუდენტებთან შეხვედრისას საქართველოში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყოველი პოზიტიური ნაბიჯი დაჯილდოებული იქნება.
მისივე თქმით, ახლა რისკის ქვეშ დგას ყველაფერი, ძირითადად არის რაღაცები, რაც არ მოსწონთ და უყურებენ, სად გაწყვეტენ, სად შეზღუდავენ, სად უკან დაიხევენ და სად კიდევ გაართულებენ.
„ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მუშაობისას ყოველთვის მივდევდით ფილოსოფიას „მეტი მეტისთვის". ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. როდესაც პოზიტიურ ნიშნებს ვხედავთ, მაშინვე ვცდილობთ ისე გაკეთებას, რომ ეს პოზიტიური რეფორმები საქართველოში დაჯილდოებულ იქნას. ყოველი პოზიტიური ნაბიჯი იქნება უფრო და უფრო მეტი ჩართულობა ჩვენი მხრიდან. და ეს იყო ფილოსოფია, რომელიც გასულ კვირამდე გამოიყენებოდა ჩვენს EU-საქართველოს ურთიერთობებში. და მე აღვნიშნე, რომ ეს იყო დიდი სინანული. და ახლა რისკის ქვეშ ვდგავართ, რომ ფილოსოფიიდან „მეტი მეტისთვის" გადავიდეთ სრულიად სხვა ფილოსოფიაზე "ნაკლები ნაკლებისთვის". ძირითადად არის რაღაცები, რაც არ მოგვწონს და ახლა ვუყურებთ, სად გავწყვეტთ, სად შევზღუდავთ, სად უკან დავიხევთ და სად გავართულებთ. და როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში ვამბობ, რომ ეს გულდასაწყვეტია, რადგან ძალიან ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა „მეტი მეტისთვის" დამოკიდებულება, მაგრამ ახლა გამოსავალი არ გვაქვს, რომ არ გადავიდეთ - „ნაკლები ნაკლებისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.