ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

Samsung-ის ისტორიაში პირველად, კომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ

Samsung Electronics-ის 55-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, კომპანიის პროფკავშირმა გაფიცვა. თანამშრომლები ხელფასის ზრდას მოითხოვენ. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

გაფიცვა იმ დროს გამოცხადდა, როდესაც Samsung-ი ცდილობს მეხსიერების ბარათების წარმოების მხრივ, სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის დომინანტი პოზიცია მოიპოვოს.

პროფკავშირების წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ხელფასისა და პრემიის ზრდის შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

Samsung-ი თავის მხრივ აცხადებს, რომ გაფიცვას გავლენა არ მოუხდენია წარმოებაზე და თანამშრომლებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს.