ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა „ფორმულას“ ეთერში საქართველოში მიმდიანრე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმედოვნებს, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი თავიანთ ხედვებს და დამოკიდებულებას შეცვლიან.
მისივე თქმით, ისინი მოსკოვის მხარეზე გადავიდნენ, აღარ არიან ევროკავშირში გაწევრიანებით, ან ნებისმიერი ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობით დაინტერესებული.
„მე იმედი არ მაქვს, რომ ბატონი ივანიშვილი და პრემიერმინისტრი შეიცვლიან თავიანთ დამოკიდებულებსა და ხედვებს. ივანიშვილმა დასავლეთი და აშშ ომის გლობალურ პარტიად შერაცხა. იგი ფაქტობრივად, დაბალანსებულ პოზიციას აღარ იცავს დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ მიიღო გადაწყვეტილება სრულად იმოძრაოს მოსკოვის მიმართულებით. კანონმდებლობა, რომელიც ეხება არასამთავრობოებს და ასევე LGBTQ თემს, გახლავთ ზუსტი მითითება იმისა, რომ კობახიძე და ივანიშვილი, სწორედ ამ უკანასკნელის ხელმძღვანელობით ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ისინი მოსკოვის მხარეზე გადავიდნენ, აღარ არიან ევროკავშირში გაწევრიანებით, ან ნებისმიერი ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობით დაინტერესებული“,- განაცხადა კრამერმა.