ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სააკაშვილი: მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობაში" განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას არჩევას მხარს უჭერს.

,,მივესალმები ლევანის გადაწყვეტილებას, რომ მიხედოს საკუთარ ჯანმრთელობას, რომელიც მას შეერყა პოლიტიკურად მოტივირებული ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად და ენმ-ის თავმჯდომარის პოზიციიდან გადაინაცვლოს პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე.

უმნიშვნელოვანესია, რომ ლევანმა სწრაფად მოახერხოს რეაბილიტაციის გავლა და მისებურად აქტიურად ჩაერთოს გადამწყვეტ ბრძოლაში.

მხარს ვუჭერ თინა ბოკუჩავას ახალ თავმჯდომარედ არჩევას და პარტიის განახლებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ყველა პოლიტიკური ძალის გასაერთიანებლად. ამოვიდეთ იქიდან, რომ დღეს ასეთია ხალხის და განსაკუთრებით ახალგაზრდობის დაკვეთა. ენმ გადაეწყობა მთლიანად ამ მიმართულებით ახალი სახეებით, ახალი იდეებით, რაც დაეფუძნება წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის ტრადიციას და მუდმივი განახლების პროცესს.
დღევანდელი გადაწყვეტილება არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მუდმივი განახლების და სიმტკიცის ნიმუში",- წერს სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას თინა ბოკუჩავა დაიკავებს.

TV24-მა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით გაავრცელა.