ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მაკრონი: დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია, მკაცრად ვგმობ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დანიის პრემიერ-მინისტრზე, მეტე ფრედერიქსენზე მომხდარ თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„დანიის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა მიუღებელია. მკაცრად ვგმობ ამ ფაქტს და მეტე ფრედერიქსენს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს მაკრონი.

დანიის პრემიერ-მინისტრს კოპენჰაგენის ცენტრში თავს დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მეტე ფრედერიქსენს კაცი მიუახლოვდა და დაარტყა. დამნაშავე პოლიციამ უკვე დააკავა.